პროექტის სახელი – „ გადაშენებული ორგანიზმები , დინოზავრების კვალდაკვალ’’...
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტი ითვალისწინებს გადაშენებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაციების მოძიებას, შეგროვებას,პრეზენტაციას. მოსწავლეთა ჩართვას კვლევებში და „პატარა მეცნიერებად“ გახდომას. გარკვევას, თუ როგორ გაიგეს ადამიანებმა დინოზავრების არსებობის შესახებ; რატომ გადაშენდნენ; საქართველოს ტერიტორიაზე სად არის ნაპოვნი დინოზავრების ნაკვალევი. პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი თემაზე: „დინოზავრები ჩემს წარმოდგენაში“. (მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა).
პროექტის სრული აღწერა:
კლასში ჩავატარე მინი ლექცია თემაზე: ,,გადაშენებული ორგანიზმები“. მოსწავლეებში ამ თემამ გამოიწვია დიდი ინტერესი, საკითხის ღრმად შესწავლის მიზნით გადავწყვიტეთ გვემუშავა პროექტზე,მილიონობით საუკუნეების წინ მომხდარი მოვლენები წარმოგვედგინა. პროექტს შევურჩიეთ შესაბამისი სახელი: ,,გადაშენებული ორგანიზმები, დინოზავრების კვალდაკვალ“...
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად. ყოველ ჯგუფში მოხდება ინტეგრირება III-IV კლასების მოსწავლეების. (ისინი გაერთიანდებიან სურვილისა და ინტერესის სფეროების მიხედვით).
I ჯგუფი მოიძიებს მასალებს ინტერნეტით გადაშენებული ორგანიზმების პირველად აღმოჩენის შესახებ. პალეონტოლოგიის როლისა და უძველესი ნამარხების შესწავლის მნიშვნელობაზე, თუ რისი დადგენა შეიძლება უძველესი ნამარხით. ჯგუფის წევრები იმუშავებენ შეთანხმებულად და პრეზენტაციაზე წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციებს ჩანაწერების სახით.
II ჯგუფი მოიძიებს მასალებს ინტერნეტით მცენარისმჭამელ და ხორცისმჭამელ დინოზავრებზე, მათ სახეობებზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ, რით იკვებებოდნენ, როგორ მრავლდებოდნენ, რა იყო მათი გადაშენების მიზეზი... მოძიებულ ინფორმაციებს პრეზენტაციაზე წარმოადგენენ ჩანაწერების სახით.
III ჯგუფი მოიძიებს მასალებს ქართველ პალეონტოლოგებზე, მათი კვლევებისა და მოსაზრებების შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე, ქუთაისის მახლობლად, სამგურალის სერზე მდებარე სათაფლიის კარსტულ მღვიმეში აღმოჩენილი დინოზავრების ნაკვალევის შესახებ და მარტვილის რაიონში მდინარე აბაშის ხეობაში ნაპოვნ დინოზავრების ნაკვალევებზე.
მოძიებულ ინფორმაციებს პრეზენტაციაზე წარმოადგენენ ჩანაწერებისა და ფოტო მასალების
მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია
პროექტი: დინოზავრები
კლასს ვყოფ ჯგუფებად
აქტივობა: ,, ნორჩი ფოტომოყვარულები“
III- IV კლასს ვაძლევ დავალებას ინტერნეტის საშუალებით შეაგროვოს ფოტო და ვიდეო მასალა დინოზავრებზე და მოაწყოს შესაბამისი სლაიდ შოუ და ვიდეო ფილმების ჩვენება.
აქტივობა: ,, კომპეტენტური ჟიური“
მოსწავლეთა ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს სკოლის გამოფენას და შეაგროვებს მოსწავლეთა ნამუშევრებს
სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულებს გამოავლენს მოსწავლეებით დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური. ისინი დაჯილდოვდებიან სიგელებით.
პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება მოძიებული მასალების შეჯამება და პრეზენტაცია. მოსწავლეთა ასაკი 8 წლიდან 10 წლამდე. III –IV კლასები.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
წინასწარ მოძიებული ინფორმაციების გაცნობა კლასისათვის, მათი გარჩევა–ანალიზი, დინოზავრების თემაზე ნახატების შესრულება.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეს გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ; განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემეტარული კვლევა –ძიებითი და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ–ჩვევები. ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ–ჩვევები. გადაშენებული ორგანიზმების, კერძოდ დინოზავრების ნაირსახეობების უკეთ შესწავლა. მათი გადაშენების მიზეზების გაცნობა. ქართველი პალეონტოლოგების კვლევებისა და მოსაზრებების გაზიარება . სათაფლიაში ,საკაჟიას გამოქვაბული და მდ. აბაშის ხეობაში აღმოჩენილი დინოზავრების ნაკვალევის გაცნობა. შეიქმნა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს პროექტზე მუშაობის პროცესს.
სარგებელი სხვებისათვის: გავუზიაროთ ახალ თაობას ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციები დინოზავრებზე, როგორც წინარეისტორიული პერიოდის საინტრესო მოვლენა.გაუფრთხილდნენ ქვეყნის ფაუნას,საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი გადაშენებული დინოზავრების ნაკვალევს,რომელიც ტურისტებისათვის საინტერესო და მიმზიდველია.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება,ხელოვნებვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий